Eng

პროკრედიტ ბანკი ნერგავს ახალ მასშტაბურ პროექტს `ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე`

გამოქვეყნდა: 28.04.2016

საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში პროკრედიტ ბანკი ყოველთვის გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით. ითვალისწინებს რა თანამედროვე ტენდენციებს, დროის ღირებულებასა და მომხმარებლისთვის მის მნიშვნელოვნებას კლიენტებს სთავაზობს საბანკო სერვისების მიღების თანამედროვე და განსხვავებულ საშუალებებს.

ახალი მიდგომების გათვალისწინებით ბანკის ყველა ფილიალში მოწყობილია თანამედროვე, ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი “სივრცე 24/7”, სადაც მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, ნებისმიერ დროს შეუძლია სასურველი საბანკო მომსახურების მიღება.
აპარატების ფუნქციური მრავალფეროვნების გათვალისწინებით ბანკის ბიზნეს კლიენტები და ფიზიკური პირები სარგებლობენ “სივრცე 24/7” ყველა უპირატესობით:

  • შეუზღუდავი საბანკო მომსახურების მიღება ნებისმიერ დროს;

  • სწრაფი, მარტივი და მოხერხებული სერვისები;

  • შეღავათიანი ტარიფები

25 აპრილიდან თბილისის და ბათუმის სამი ფილიალი ჩაეშვა საპილოტე პროექტში “ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე”, რომელიც გულისხმობს ფილიალში თანხის შეტანა/გატანის ოპერაციების შეზღუდვას და პლასტიკური ბარათის ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის ოპერაციების განხორციელებას მხოლოდ თვითმომსახურების “სივრცე 24/7”-ში.

პროექტის ფარგლებში, ბანკმა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა პლასტიკური ბარათების დახვეწასა და ფუნქციურ დატვირთვაზე, ბარათებზე გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში მომხმარებელი თავადვე განახორციელებს თანხის შეტანა/გატანის ოპერაციებს თანამედროვე აპარატებით მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს. კომპლექსური საბანკო მომსახურების მისაღებად და დაბალი ტარიფებით სარგებლობისათვის სივრცე 24/7-ში ყველა პირობაა შექმნილი.

პროკრედიტ ბანკის აღნიშნულ ფილიალებში მომუშავე კლიენტთა მრჩევლები მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებიან მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევაზე, მომსახურებაზე სხვადასხვა სერვისების მიმართულებით და 24/7 თვითმომსახურების სივრცეში განთავსებული აპარატების გამოყენების ხელშეწყობაზე და გამარტივებაზე".