Eng

პროკრედიტ ბანკი ნერგავს ახალ მასშტაბურ პროექტს “ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე”

გამოქვეყნდა: 29.09.2016

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ პროკრედიტ ბანკის მორიგი წარმატება.

2016 წლის დასაწყისში დაანონსებული პროექტი „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე” სექტემბრის ბოლოს ბანკის მასშტაბით დაინერგება.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს ფილიალში, პლასტიკური ბარათის და “სივრცე 24/7”-ში განთავსებული აპარატების ლიმიტების ფარგლებში, ნაღდი ფულის ოპერაციების შეზღუდვას და მათ განხორციელებას მხოლოდ თვითმომსახურების “სივრცე 24/7”-ში. ქვემოთ მოცემული ლიმიტების შესაბამისად, ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, განახორციელებს თბილისის ცენტრალური და წერეთლის ფილიალები, ასევე ბათუმის, ქუთასის და ზუგდიდის ფილიალები:

თანხის შეტანა:

  • თანხა ≥ 50.000 ლარი და შესაბამისი ექვივალენტი აშშ დოლარი/ევრო

თანხის გატანა:

  • თანხა ≥ 30.000 ლარი და შესაბამისი ექვივალენტი აშშ დოლარი/ევრო

ბანკის ყველა ფილიალში მოწყობილია თანამედროვე, ინოვაციური და მრავალფუნქციური აპარატებით აღჭურვილი “სივრცე 24/7”, სადაც მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, ნებისმიერ დროს შეუძლია სასურველი საბანკო მომსახურების მიღება.

პროექტის ფარგლებში, ბანკმა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა პლასტიკური ბარათების დახვეწასა და ფუნქციურ დატვირთვაზე, ბარათებზე გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში მომხმარებელი თავადვე განახორციელებს თანხის შეტანა/გატანის ოპერაციებს თანამედროვე აპარატებით მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს. კომპლექსური და სწრაფი საბანკო მომსახურების მისაღებად და დაბალი ტარიფებით სარგებლობისათვის სივრცე 24/7-ში ყველა პირობაა შექმნილი ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის.

პროკრედიტ ბანკის აღნიშნულ ფილიალებში მომუშავე კლიენტთა მრჩევლები მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებიან მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევაზე, მომსახურებაზე სხვადასხვა სერვისების მიმართულებით და 24/7 თვითმომსახურების სივრცეში განთავსებული აპარატების გამოყენების ხელშეწყობაზე და გამარტივებაზე.