Eng

სადეპოზიტო სეიფის (Drop Box) მომსახურების საკომისიო

გამოქვეყნდა: 28.01.2020

ძვირფასო მომხმარებელო,

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან სადეპოზიტო სეიფის (Drop Box) მომსახურება ხდება ფასიანი.

კერძოდ, სერვისის ყოველთვიური საკომისიო იქნება ფიქსირებული 30 ლარი, ორგანიზაციაზე გაცემული სეიფის ბარათების რაოდენობის მიუხედავად.

ახალი ტარიფი გავრცელდება სეიფის (Drop Box) მოსარგებლე, არსებულ და ახალ ბიზნეს კლიენტზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ სადეპოზიტო სეიფი (Drop Box) განთავსებულია ბანკის ყველა თვითმომსახურების სივრცე 24/7 და ანგარიშზე თანხის მომენტალური განთავსების შესაძლებლობას იძლევა სამივე ვალუტაში (ლარი, აშშ დოლარი, ევრო).

გმადლობთ, რომ სარგებლობთ პროკრედიტ ბანკის მომსახურებით!