Eng

საუკეთესო შეთავაზება ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებელს, რომელიც ევროს გადარიცხვის მომსახურებით სარგებლობს

გამოქვეყნდა: 26.02.2016

1 მარტიდან, ევროს გადარიცხვას ინტერნეტ ბანკინგით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საბანკო სექტორში ამჟამად არსებული ყველაზე დაბალი ტარიფით შეძლებთ: მხოლოდ ფიქსირებულ 8 ევროდ გადარიცხავთ სასურველი ოდენობის თანხას.

აღნიშნული ტარიფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის, ვინაიდან მათ ხშირად უწევთ საერთაშორისო გადარიცხვების მომსახურებით სარგებლობა.

კიდევ უფრო დაბალი საკომისიო - 2,5 ევრო გავრცელდება ინტერნეტ ბანკინგით ProPay გადარიცხვაზე. ProPay სისტემით შესაძლებელია განახორციელოთ გადარიცხვები პროკრედიტ ჯგუფის ფარგლებში შემდეგ ქვეყნებში: ბულგარეთი, ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, გერმანია.

პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით პროკრედიტ ბანკი, გერმანია მთავარი საკორესპონდენტო ბანკია ევროს გადარიცხვებსა და ჩარიცხვებში. პროკრედიტ ბანკი, გერმანიის შუამავლობა გადარიცხვების სწრაფად, ეფექტურად და იაფად განხორციელებას უზრუნველყოფს.

გერმანული ბანკი, მომსახურების ევროპული სტანდარტებით საუკეთესო პირობებს გიქმნით, რათა ინტერნეტ ბანკინგით ნებისმიერ დროს შეასრულოთ გადარიცხვის ოპერაციები ყველაზე დაბალი ტარიფებით.

ProPayსავალუტო გადარიცხვა

სავალუტო გადარიცხვა თანხის სრული ჩარიცხვით

ევრო2,5 ევრო8 ევროგერმანიაში 20 ევრო
სხვა ნებისმიერ ქვეყანაში 30 ევრო


ინტერნეტ ბანკინგის მომსახურებით სარგებლობა ბანკის თვითმომსახურების სივრცე 24/7-იც არის ხელმისაწვდომი. ეს სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატების საშუალებით საბანკო ოპერაციები ყველაზე დაბალი ტარიფებით, სწრაფად, მარტივად და ეფექტურად განახორციელონ.

საბანკო სფეროში ინოვაციური და საინტერესო შეთავაზებებით სარგებლობის უპირატესობა პროკრედიტ ბანკის მომხმარებელს მომავალშიც ექნება.