Eng

სიახლე დისტანციური სერვისების შესახებ

გამოქვეყნდა: 9.12.2021

გაცნობებთ, რომ პროკრედიტ ბანკი დისტანციური სერვისების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ფილიალში ვიზიტის გარეშე, ონლაინ არხების გამოყენებით შეგიძლიათ მიიღოთ საბანკო მომსახურებები:

  • მიმდინარე და საანაბრე ანგარიშის გახსნა
  • სერვისების რეგისტრაცია - ბარათის შეკვეთა, ინტერნეტ ბანკინგი, სმს მომსახურება, პოს ტერმინალი, სადეპოზიტო სეიფი
  • მონაცემების განახლება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ისეთი სერვისები, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია ბანკის დისტანციური არხებით ფილიალებში არ განხორციელდება.

პროკრედიტ ბანკში დანერგილი ელექტრონული სერვისები უზრუნველყოფს სწრაფად და მარტივად საბანკო მომსახურების მიღებას ინტერნეტ ბანკინგითა და ვიდეო იდენტიფიკაციის საშუალებით.

ისარგებლეთ პროკრედიტ ბანკის ციფრული სერვისებით, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე! დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ კონტაქტ ცენტრს - 0322 20 22 22