Eng

სიახლე - პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალი ვაკეში!

გამოქვეყნდა: 29.10.2019

პროკრედიტ ბანკი ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად განაგრძობს მომხმარებლებისათვის სწრაფი და დაცული მომსახურების შეთავაზებას.

29 ოქტომბრიდან, თბილისში, ჭავჭავაძის N37-ში, სავაჭრო ცენტრ "ჰოუმმარტის" მეორე სართულზე, ბანკის ახალი სერვის პუნქტი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც კომპანიებთან ერთად, ფიზიკურ პირებსაც მოემსახურება.

ფილიალში განთავსებული იქნება თანამედროვე სივრცე - 24/7, რომლის საშუალებითაც მომხმარებელები შეძლებენ დამოუკიდებლად, მარტივად და სწრაფად სასურველი საბანკო მომსახურება მიიღონ.

მეტი კომფორტისთვის, 09:00სთ-დან 21:00სთ-მდე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ სავაჭრო ცენტრ "ჰოუმმარტის" პარკინგის ზონით.

თქვენი გერმანული ბანკი საქართველოში!