Eng

სიახლე საბანკო მომსახურების პირობებში, 21 მარტიდან

გამოქვეყნდა: 9.03.2016

პროკრედიტ ბანკის ფილიალებში განთავსებული თანამედროვე და ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი თვითმომსახურების სივრცე 24/7 საშუალებას აძლევს ჩვენი ბანკის ბიზნეს კლიენტებს და ფიზიკურ პირებს სწრაფად და მარტივად, ნებისმიერ დროს განახორციელონ მათთვის სასურველი საბანკო ოპერაცია.

სივრცე 24/7-ში კომპლექსური და შეუზღუდავი საბანკო მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია ბიზნეს კლიენტები და ფიზიკური პირები ფლობდნენ პროკრედიტ ბანკის პლასტიკურ ბარათებს; შესაბამისად, ბანკი კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს პლასტიკური ბარათების დახვეწასა და ფუნქციურ დატვირთვაზე და თავის მომხმარებელს 21 მარტიდან სთავაზობს შემდეგ სიახლეს:

სადებეტო პლასტიკურ ბარათებზე დღიური განაღდების ლიმიტის ზრდა:

  • ვიზა ელექტრონი/მასტერქარდ მაესტრო – 3 000 ლარი
  • ვიზა კლასიკი/მასტერქარდ სტანდარტი – 5 000 ლარი
  • ვიზა ბიზნესი - 10 000 ლარი
  • შემნახველი ბარათი - 3 000 ლარი

21 მარტიდან ფილიალებში იზღუდება ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები შემდეგი ლიმიტების ფარგლებში:

  • თანხის შეტანა ≤ 5 000 ლარი/ აშშ დოლარი/ევრო
  • თანხის გატანა ≤ 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის
  • თანხის გატანა ≤ 5 000 ლარი იურიდიული პირებისთვის


აღნიშნული ლიმიტების ფარგლებში ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განხორციელდება მხოლოდ თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში, ამასთანავე პროკრედიტ ბანკისა და ლიბერთი ბანკის გარე ბანკომატების ქსელში.

ბანკი მომავალშიც განაგრძობს ევროპული სტანდარტების გაზიარებას და ინოვაციური ტექნოლოგიებით თქვენთვის საბანკო მომსახურების გამარტივებას.