Eng

უნივერსალურ ბანკომატს დოლარისა და ევროს ვალუტის შეტანის ფუნქცია დაემატა!

გამოქვეყნდა: 5.11.2015

უნივერსალურ ბანკომატში ახლა უკვე სამი ვალუტის - ლარის, აშშ დოლარისა და ევროს კუპიურების განთავსებაა შესაძლებელი. ახალი ფუნქციის დამატება აპარატით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს, სწრაფსა და მოქნილს გახდის ბანკის კლიენტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ პროკრედიტ ბანკმა უნივერსალური ბანკომატის სერვისი სულ ცოტა ხნის წინ დანერგა და ქართული საბანკო სექტორისთვის აღნიშნული სიახლე ინოვაციას წარმოადგენს. ჩვეულებრივი ბანკომატისგან განსხვავებით, რომლითაც მხოლოდ თანხის გამოტანა ხდება, უნივერსალური ბანკომატი თანხის შეტანა/გამოტანის შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა.

ბანკომატის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა სისწრაფეა: კლიენტს არ სჭირდება აპარატში კუპიურების ცალ-ცალკე განთავსება, რადგან ბანკომატი ერთდროულად 50-მდე კუპიურას იღებს. ლარის ვალუტის 10,20,50,100,200 და აშშ დოლარი/ევროს ნებისმიერი კუპიურის შეტანაა შესაძლებელი. შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვა კი მომენტალურად ხდება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

24/7 სივრცეში აპარატით სარგებლობა ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. საწყის ეტაპზე მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის არის შესაძლებელი. მომსახურება სრულიად უფასოა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, საკმარისია მხოლოთ გქონდეთ პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათი.