Eng

ქუთაისის ფილიალში მორიგი თვითმომსახურების სივრცე 24/7 გაიხსნა

გამოქვეყნდა: 10.08.2014

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ახალი დიზაინითა და მრავალფუნქციური მანქანებით აღჭურვილი თვითმომსახურების ზონის მქონე ფილიალების ქსელის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით და გორის ფილიალისშემდეგ ქუთაისის ფილიალში (ა.წერეთლის ქ. 3ბ) მორიგ თვითმომსახურების სივრცე 24/7-ს ხსნის.

თვითმომსახურების სივრცის უპირტესობასა და წარმოდეგნილი აპარატების შესახებ ინფორმაცია ფილიალში მოწვეულ კლიენტებს, ბანკის დირექტორმა, სოფიო კორძახიამ წარუდგინა.

„პროკრედიტ ბანკი მიმდინარე წელს აქტიურად განაგრძობს ფილიალების განახლებას. მიგვაჩნია, რომ ახალი თვითმომსახურების სივრცე 24/7 ძალიან კომფორტულია და თითოეული კლიენტისთვის ეს არის „ჩემი საბანკო სივრცე 24/7“ სადაც ძირითადი საბანკო მომსახურებების (როგორიცაა თანხის განაღდება, ანგარიშზე შეტანა, გადარიცხვა და ა.შ.) მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში“

თვითმომსახურების სივრცეში განთავსებულია რამდენიმე ტიპის აპარატი, ბანკომატის და სწრაფი გადახდის აპარატის გარდა, საინტერესოა “სეიფი”, რომელიც ბიზნეს კლიენტებს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში, მიმდინარე ანგარიშებზე განათავსონ მსხვილი თანხები. უნივერსალური ბანკომატით სარგებლობა კი შეუძლიათ ფიზიკური პირებს, რომლებიც შეუფერხებლად განახორციელებენ ანგარიშებზე თანხის როგორც შეტანის, ასევე გამოტანის ოპერაციებს. თვითმომსახურების სივრცეში ასევე განთავსებულია საინფორმაციო ტერმინალი, რომელიც უზრუნველყოფს სატელეფონო ცენტრთან ავტომატურ კავშირს და სხვადასხვა საბანკო ინფორმაციის მიწოდებას.

24/7 თვითმომსახურების სივრცის დანერგვა პროკრედიტ ბანკმა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და დღეს იგი ქვეყნის მასშტაბით, ბანკის 22 ფილიალშია ხელმისაწვდომი.