Eng

“დააგროვეთ კილომეტრები და ისიამოვნეთ ფრენით”

გამოქვეყნდა: 30.08.2018

“დააგროვეთ კილომეტრები და ისიამოვნეთ ფრენით”

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან იწყება პროკრედიტ ბანკისა და მასტერქარდის ერთობლივი გათამაშება სახელწოდებით - “დააგროვეთ კილომეტრები და ისიამოვნეთ ფრენით”.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • ფლობდეთ Mastercard სადებეტო - Flex Card ბარათს
  • განახორციელოთ მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქციები, პოს-ტერმინალებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ

თითო ტრანზაქციის შესრულებით თქვენ აგროვებთ კილომეტრებს და იღებთ შანსს მოიგოთ პრიზი: ორმხრივი ავიაბილეთი პარიზი, ბარსელონა, სტამბოლი, ბაქო ან კიევის მიმართულებით.

გათამაშებაში ჩართვისას დამატებით საჩუქრად გადმოგეცემათ გარკვეული რაოდენობის კილომეტრები, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ გამარჯვებული.

გათამაშების პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ გათამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://apps.procreditbank.ge/mastercardcampaign