Eng

“საინტერესო შეთავაზება ბიზნეს კლიენტებისათვის - სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (European Investment Bank)!

გამოქვეყნდა: 2.06.2016

2016 წლის მარტში პროკრედიტ ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) დამატებითი ტრანში მიიღო.

პროკრედიტ ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად გთავაზობთ საინვესტიციო პროექტების და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. სესხები გაიცემა მინიმუმ 2 წლის ვადით და არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო პროექტის განხორციელების ვადებს. კლიენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ არსებულ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით.