Eng

3D უსაფრთხოების კოდის მიღების სერვისის ცვლილება

გამოქვეყნდა: 20.01.2020

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 აპრილიდან იცვლება 3D უსაფრთხოების კოდის მიღების სერვისი. კერძოდ, ბარათით განხორცილებული ონლაინ შესყიდვის დადასტურება ყოველ ჯერზე დინამიურად გენერირებული ერთჯერადი კოდის საშუალებით მოხდება და სმს-ის სახით გაიგზავნება.

ბანკის VISA და MasterCard ბარათებზე 3D კოდის მიღების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ მოხდეს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის ბანკში რეგისტრირება. აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია, როგორც ბანკის ფილიალში ვიზიტისას, ასევე დამოუკიდებლად ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით:

  • მენიუდანჩემი პროფილი“, შემდეგპერსონალური ინფორმაცია“, ვირჩევთტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვისდა ვუთითებთ საკონტაქტო ნომერს.

მომხმარებლების მიერ საკონტაქტო ნომრის წინასწარი რეგისტრაცია მნიშვნელოვანია, რათა 2020 წლის 1 აპრილიდან არ შეფერხდეს “Verified by VISA”- და “MasterCard SecureCode” სტატუსის მქონე ვებ-გვერდებიდან ონლაინ შესყიდვების განხორციელება.