აქცია! შეიძინე ელექტრომობილი პროკრედიტ ბანკის სესხით და მიიღე საჩუქრად უფასო დამუხტვა დატენეს ქსელში

ახალი თუ მეორადი ელექტრომობილის შეძენა პროკრედიტ ბანკის სესხით ახლა კიდევ უფრო მომგებიანია - დაფინანსების სპეციალურ პირობებთან ერთად, საჩუქრად „დატენეს" ქსელში დამუხტვას იღებ.
სესხის პირობები:
- თანამონაწილეობა: 0%-დან
- გაცემის საკომისიო : 1%
- ვადა: 72 თვემდე
- უზრუნველყოფა: შეძენილი ავტომობილით
- საპროცენტო განაკვეთი ლარში: 13,5%-დან , ეფექტური 14,93%-დან
საჩუქარი: 200 კვტ.სთ „დატენეს" ქსელში
შეარჩიე სასურველი ელექტრომობილი, შეავსე სესხის ონლაინ განაცხადი და მიიღე შეთავაზება.
სესხის აღებისას, მიიღებ პრომო კოდს 200 კვტ.სთ დამუხტვისთვის, მოდელის მიხედვით ეს დაახლოებით 1,000-1,500 კმ უფასო გადაადგილებას ნიშნავს. „დატენეს" ქსელი მუდმივად იზრდება - გადმოწერე აპლიკაცია
კამპანიის პირობები
პრომო კოდის შესახებ
პრომო კოდი არის უნიკალური, ერთჯერადი კოდი, რომლის ღირებულებაა 50 ლარი. კოდის გააქტიურების შემდეგ თანხა ავტომატურად აისახება მომხმარებლის „დატენეს“ ბალანსზე და მისი გამოყენება შესაძლებელია „დატენეს“ დამტენ სადგურებზე.
პროკრედიტ ბანკისა და „დატენეს“ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც 25 სექტემბრიდან 25 თებერვლამდე პროკრედიტ ბანკში აიღებს ელექტრომობილის სესხს, საჩუქრად მიიღებს 200 კვტ.სთ დამუხტვას „დატენეს“ ქსელში.
საჩუქარი გაიცემა 2 უნიკალური პრომო კოდის სახით. თითოეული პრომო კოდის ღირებულებაა 50 ლარი, შესაბამისად, მომხმარებელი ჯამში მიიღებს 100 ლარს „დატენეს“ ბალანსზე, რაც შეესაბამება 200 კვტ.სთ დამუხტვას.
2 პრომო კოდი = 100 ლარი = 200 კვტ.სთ დამუხტვა
როგორ გამოიყენოთ პრომო კოდი?
- ჩამოტვირთეთ „დატენეს" აპლიკაცია (ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე) და გაიარეთ რეგისტრაცია.
- შედით თქვენს პროფილში და აირჩიეთ „პრომო კოდი".
- შეიყვანეთ პროკრედიტ ბანკისგან SMS-ის საშუალებით მიღებული ორი უნიკალური პრომო კოდი.
- თითოეული კოდის წარმატებით გააქტიურების შემდეგ 50 ლარი ავტომატურად აისახება თქვენს „დატენეს" ბალანსზე.
- ორივე კოდის გააქტიურების შემდეგ ბალანსი ჯამში იქნება 100 ლარი, რაც შეესაბამება 200 კვტ.სთ დამუხტვას.
ბალანსის გამოყენება შეგიძლიათ „დატენეს" დამტენ სადგურებზე, ერთჯერადად ან ნაწილ-ნაწილ.
მნიშვნელოვანი პირობები
- თითოეული პრომო კოდი უნიკალურია და მისი გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
- პრომო კოდის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ „დატენეს“ აპლიკაციაში.
ჩამოტვირთეთ „დატენეს“ აპლიკაცია - ერთი პრომო კოდის ღირებულებაა 50 ლარი.
- კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი მიიღებს 2 პრომო კოდს - ჯამში 100 ლარს, რაც შეესაბამება 200 კვტ.სთ დამუხტვას.
- მიღებული პრომო კოდ(ებ)ის გააქტიურების ვადა არის 2027 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
- პრომო კოდის გააქტიურების შემდეგ შესაბამისი თანხა ავტომატურად აისახება მომხმარებლის „დატენეს“ ბალანსზე.
- ბალანსის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან ნაწილ-ნაწილ.
- პრომო კოდის სხვა მომხმარებლისთვის გადაცემა ან გაცვლა დაუშვებელია. ყველა პრომო კოდი ინდივიდუალურია და მის გამოყენებასაც სხვა ვერ შეძლებს, გარდა იმ შემთხვევისა როცა თავად მომხამრებელი გადასცემს პრომო კოდს სხვას
- უკვე გამოყენებული პრომო კოდი ხელახლა არ გაიცემა
- პრომო კოდის დაკარგვის შემთხვევაში დაუკავშირდით ბანკს 220 22 22
- კამპანიაში მონაწილეობენ მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში პროკრედიტ ბანკში აიღებენ ელექტრომობილის სესხს და შესაბამის პრომო კოდებს SMS-ის საშუალებით მიიღებენ.
- დამტენებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის ან პრომო კოდის გააქტიურებასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „დატენეს" მომხმარებელთა მხარდაჭერას - საკონტაქტო ნომერი მითითებულია აპლიკაციის „Contact" გვერდზე.