Eng

ციფრული ბიზნეს ჰაბი - ProConnect - ახალი შესაძლებლობა პროკრედიტის პარტნიორი ბიზნესებისთვის

გამოქვეყნდა: 10.10.2025

პროკრედიტ ბანკი პარტნიორი ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის.

პროქონექთიპროკრედიტ ჯგუფის ინოვაციური ციფრული სივრცეა, რომელიც ბიზნესებს აძლევს საშუალებას, საკუთარი საქმიანობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც განავითარონ.

პლატფორმა აერთიანებს 12 ქვეყნის კომპანიებს ერთ საერთო საკომუნიკაციო ჰაბში და მათ ახალ ბიზნესკავშირების დამყარებაში, სანდო პარტნიორების პოვნასა და მუდმივი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

პროქონექთი -წევრობა ნიშნავს გაზრდილ ცნობადობას, წვდომას 12 ქვეყნის ბიზნეს ბაზრებზე და განვითარების უწყვეტ შესაძლებლობას - იქნება ეს ახალი პარტნიორების მოძიება ქვეყნის შიგნით თუ საზღვრებს მიღმა, ონლაინ შეხვედრების ინიცირება მომავალი თანამშრომლობისთვის თუ გამოცდილების გაზიარება.

გარდა ამისა, პლატფორმის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ მიმზიდველი პირობებით საბანკო სერვისებზე, მათ შორის ProPay გადარიცხვებით ჯგუფის მასშტაბით, რომლის საკომისიოც მხოლოდ 2.5 ევროს შეადგენს, აგრეთვე საბანკო გარანტიებითა და აკრედიტივებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პარტნიორობას ჯგუფის შიგნით.

რეგისტრაცია მარტივია და სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ბანკის მიერ მონაცემების დადასტურების შემდეგ, კომპანია ავტომატურად ხდება პლატფორმის სრულფასოვანი მომხმარებელი.

პროქონექთი ხელმისაწვდომია მხოლოდ პროკრედიტ ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის. პლატფორმით სარგებლობისთვის, საჭიროა განაცხადის შევსება და ბიზნეს ანგარიშის გახსნა პროკრედიტ ბანკში.

პროქონექთი პროკრედიტ ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინიციატივა, ტექნოლოგიური გადაწყვეტით, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, აძლიერებს მათ კავშირს საერთაშორისო ბაზრებთან და ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებას.