Eng

EBA Youth-ის აკადემიის გახსნითი ცერემონია პროკრედიტ ბანკში

გამოქვეყნდა: 25.03.2026

პროკრედიტ ბანკმა EBA Youth-ის აკადემიის რიგით მე-5 გახსნით ცერემონიას უმასპინძლა, რომელიც მომავალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება გახსნა პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტ ბორდის წევრმა, ზეინაბ ლომაშვილმა, სხვა წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, სადაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათი ჩართულობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი იყო პანელური დისკუსია EBA Youth-ის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი კარიერული გზისა და პროფესიული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროკრედიტ ბანკის, როგორც ევროპული ორგანიზაციის, პრაქტიკების გაზიარებას როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით.

მსგავსი ინიციატივების ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში, სასწავლო ვიზიტებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში. აღნიშნული გამოცდილება მათ ეხმარება განივითარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარები, რომლებიც შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ბიზნეს გარემოს მოთხოვნებთან.