მეხსიერება ღვინოში: ისტორია Nino Meris-ზე

ბავშვობის შორეულ მოგონებებში ხშირად ძალიან ბევრი ისტორია ინახება თავისი ფერებით, ხმებით, სურნელით... ისინი წლებთან ერთად უფრო და უფრო ძვირფასი ხდება და ბევრისთვის შთაგონების წყაროდაც იქცევა ხოლმე. ასე იყო მეღვინის, ნინო მერის მაძღარაშვილის შემთხვევაშიც, რომლის ბრენდის - Nino Meris - ამბავიც 2017 წლიდან დაიწყო.
პირველი ნაბიჯები საკუთარი შეზღუდული რესურსებით გადადგა და კახეთში ქვევრებისთვის ადგილის მომზადებით დაიწყო. იმთავითვე გადაწყვიტა, რომ ღვინის წარმოება ტრადიციული ქვევრის მეთოდზე დაემყარებინა, რომელიც აერთიანებს ავთენტურობას, ხარისხსა და კულტურულ ნარატივს; დღემდე მინიმალური ჩარევის პრინციპით მუშაობს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბუნებასთან თანამშრომლობას.
ღვინის წარმოების პარალელურად, ნინო აქტიურად ავითარებს სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს საქართველოს ღვინის რეგიონებსა და ადგილობრივ ჯიშებს - „ნინო მერის ღვინის სელექცია“ კურირებული სივრცეა, რომელიც აერთიანებს მცირე მარნების ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონცეფციის საფუძველში დგას სამი პრინციპი: ფესვები, გემო და განათლება.

„ნინო მერის ღვინის სელექცია“ 2020 წელს გაიხსნა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა მსოფლიო იკეტებოდა. კოვიდის პანდემიის ფონზე, გაურკვევლობისა და შიშის დროს, ეს ნაბიჯი ბევრისთვის გაუგებარი და რისკიანი ჩანდა. თუმცა მე ვგრძნობდი მზაობას ეს რისკი გამეწია. დასაწყისი რთული იყო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. უკვე ექვსი წელია ვაკვირდები, როგორ იზრდება ჩვენი ცნობადობა და სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე. ისინი გვიბრუნდებიან, გვირჩევენ და „ნინო მერის ღვინის სელექცია“ ნელ-ნელა იქცა ადგილად, რომელსაც ადამიანები სპეციალურად ეძებენ.“
განვითარების გზაზე ნინო მერისმა ფინანსურ პარტნიორად პროკრედიტ ბანკი შეარჩია. ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მარნის აღჭურვილობა შეიძინა, რაც აისახება როგორც წარმოების პროცესის გაუმჯობესებაზე, ისე ღვინის სტაბილურობასა და ხარისხზე.

წინ კი დიდი გეგმებია, ადგილობრივი ბაზრის გაძლიერებისა და საერთაშორისო მიმართულების განსავითარებლად.
„კახეთსა და თბილისში იგეგმება განსხვავებული კონცეფციის ორი ახალი სივრცის გახსნა. ეს ახალი ფორმატები საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად მივაწოდოთ პროდუქტი მომხმარებელს და გავზარდოთ გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე. პარალელურად ვმუშაობთ ონლაინ მაღაზიის განვითარებაზე, რაც დაგვეხმარება, ჩვენი სელექციის ღვინო უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ .საექსპორტო მიმართულებით ვგეგმავთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და პროფესიულ პლატფორმებზე. ჩვენი მიზანია მდგრადი განვითარება: ნაბიჯ-ნაბიჯ, ხარისხზე და გამოცდილებაზე ფოკუსირებით.“ - ნინო მერის მაძღარაშვილი.