Eng

პროკრედიტში B4B საჯარო ლექცია “თანამედროვე ბიზნესის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები” გაიმართება

გამოქვეყნდა: 23.03.2026

პროკრედიტ ბანკისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, 3 აპრილს B4B საჯარო ლექცია გაიმართება თემაზეთანამედროვე ბიზნესის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები”.

ღონისძიების თემატიკა სამ ძირითად მიმართულებას გააერთიანებს:

კიბერ უსაფრთხოება პერსონალური მონაცემების დაცვა შრომის უსაფრთხოება

ლექცია განსაკუთრებით ღირებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის არის და მოიცავს თანამედროვე მიდგომებს, პრაქტიკულ გამოცდილებას და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურად გამოიყენება და ბიზნესის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

ღონისძიების განრიგი

10:30 – 11:00 - რეგისტრაცია;
11:00 - 11:30 - კიბერ უსაფრთხოება - გურამ ნაცვალაძე - სქაიჰაი;
11:30 – 12:00 - გუგლის და მაიკროსოფტის პროდუქტები - ალექსანდრე ჩიქოვანი - სქაიჰაი;
12:00 – 13:00 - პერსონალური მონაცემების დაცვა და უახლესი პრაქტიკა - თათული დოლიძე - BCC;
13:00 - 13:40 - ყავის შესვენება
13:40 – 14:30 - შრომის უსაფრთხოება - ნუცა ბასილაშვილი - HSE ჯგუფი;

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

თარიღი: 3 აპრილი
დასაწყისი: 10:30 | ხანგრძლივობა: 4 საათი
ადგილი: პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის 21