Eng

ინტერნეტ ბანკინგი თქვენთვის

თანამედროვე და მოსახერხებელი გზა თქვენი საბანკო ანგარიშების მართვისა და კონტროლისათვის.

  • აწარმოებთ საბანკო ოპერაციებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
  • დამოუკიდებლად განკარგავთ ანგარიშებს

ინტერნეტ ბანკინგში ტრანზაქციების და ოპერაციების დადასტურება შესაძლებელია: სმს კოდით, დიჯიპასით
ან PCB ელექტრონული დიჯიპასის საშუალებით.

PCB ელექტრონული დიჯიპასის აპლიკაცია ინტერნეტ ბანკინგით გადარიცხვების და სხვა ოპერაციების დადასტურებისთვის აგენერირებს ერთჯერად ტან-კოდებს.

  • ტრანზაქციების დადასტურება ლიმიტის გარეშე
  • აპლიკაციით სარგებლობა ნებიემიერ ქვეყანაში ინტერნეტის გარეშე
  • ტან კოდის გენერაცია როუმინგის მომსახურების ჩართვის გარეშე
  • ერთ აპლიკაციაში რამდენიმე მომხმარებლის დამატების შესაძლებლობა


PCB ელექტრონული დიჯიპასის ზოგადი პირობები

PCB ელექტრონული დიჯიპასის აპლიკაციის გასააქტიურებლად

  • ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Google Play, App Storeდან.
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით მიღებული აქტივაციის 10 ნიშნა კოდი შეიყვანეთ აპლიკაციის შესაბამის ველში,
  • საბოლოო აქტივაციისათვის ასევე აუცილებელია 4 ნიშნა პინ კოდის შეყვანაც, რომელიც გამოგეგზავნებათ ბანკში დაფიქსირებულ ელ. ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე SMS შეტყობინებით.

პინ კოდის ცვლილება

აპლიკაციის რეგისტრაციისთანავე სასურველია შეცვალოთ 4 ნიშნა პინ კოდი. პინ კოდის ცვლილებისტვის უნდა შეხვიდეთ „პარამეტრების“ მენიუში, აირჩიოთ „პინ კოდის შეცვლა“ და შესაბამის ველებში ჩაწეროთ ჯერ არსებული პინ კოდი და შემდეგ აირჩიოთ და დაადასტუროთ ახალი კოდი.