ციფრული ბიზნეს ჰაბი - პროქონექთი - ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის
“პროქონექთი” პროკრედიტ ჯგუფის სრულიად ახალი, ინოვაციური ციფრული სივრცეა, რომელიც ბიზნესს ქვეყნის საზღვრებს მიღმა განვითარების შესაძლებლობას უქმნის.
პლატფორმა პროკრედიტ ჯგუფის 12 ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს ერთ საკომუნიკაციო ჰაბში აერთიანებს და მათ ახალი ბიზნეს კავშირების დამყარებაში, საჭირო კონტაქტების მოძიებასა და მუდმივი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.
პლატფორმით სარგებლობისთვის, საჭიროა რეგისტრაცია, რომელსაც სულ 5 წუთი სჭირდება. ბანკისგან მონაცემების დადასტურების შემდეგ კი, კომპანია პლატფორმის მომხმარებელი ხდება.
"პროქონექთი"-ს წევრობა ნიშნავს გაზრდილ ცნობადობას, წვდომას 12 ქვეყნის ბიზნეს ბაზრებზე და განვითარების უწყვეტ შესაძლებლობას, პარტნიორების მოძიებას ქვეყნის შიგნით და საზღვრებს მიღმა, ონლაინ შეხვედრების ინიცირებას მომავალი თანამშრომლობისთვის და გამოცდილებების გაზიარებას.
პლატფორმა ექსკლუზიურად მხოლოდ პროკრედიტის პარტნიორი ბიზნესებისთვის არის ხელმისაწვდომი. იმისთვის რომ პლატფორმით სარგებლობა შეძლოთ, შეავსეთ განაცხადი და გახსენით ანგარიში პროკრედიტ ბანკში.