Tender
საკვალიფიკაციო ელექტრონული ტენდერი სამშენებლო კომპანიების მოძიებაზე
სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.
„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ - აცხადებს ელექტრონულ ტენდერს: საკვალიფიკაციო ტენდერს სამშენებლო კომპანიების მოძიებაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
ბანკი ეძებს მცირე და მოცულობითი სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისთვის კომპანიას, რომელსაც სამომავლოდ გაუფორმებს გძელვადიან ხელშეკრულებას. კომპანიის შერჩევა 2 ეტაპად წარიმართება:
· პირველ ეტაპზე კომპანიას მოეთხოვება ინფორმაციის წარმოდგენა მათი საქმიანობის შესახებ (მათი დაარსების თარიღი, პროფილი, ბრუნვა, დასრულებული/მიმდინარე პროექტები, რეკომენდაციები), რომლის შესწავლა ძალიან სკურპულოზურად მოხდება. ასევე, ბანკი წარმართავს კომპანიებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებსაც და მეორე ეტაპზე გადასვლა აკუმულირებულად მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნობა.
· მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებს მიეწოდებათ კონკრეტული სამშენებლო-სარემონტო საქმიანობის განფასების ქეისი/დასათვლელი მაგალითი/ და მიღებული მონაცემების შედარებისა და შესწავლის შედეგად ბანკი გამოავლენს გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებს.
მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებს ასევე გადაეგზავნებათ სარემონტო-სამშენებლო სამუშაეობის/მასალების კრიტერიუმებიც, რომელიც კომპნიებისთის თვალსაჩინოს გახდის თუ რა არის ბანკის სამშენებლო მიმართულებით ძირითადი მახასიათებლები (ეკო სტანდარტები, მოთხოვნილი მასალების პარამეტრები, შრომის უსაფრთხოების ნორმატივების მისედვით საქმიანობის წარმართვა და ა.შ.).
ბანკი ხელეკრულებას გაუფორმებს რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
** სააპლიკაციო ფორმა;
შენიშვნა: გთხოვთ სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ მინიმუმ 3 მცირე და 3 მოცულობითი სამშენებლო/სარემონტო შესრულებული სამუშაო
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
** შევსებული და დავიზირებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი)
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (ელექტრონული ვერსია)
** ყველა დოკუმენტის წარმოდგენა დაზიპული სახით მეილზე geo.tenders@procredit-group.com
სატენდერო წინადადება წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით და სამშენბელო კომპანიების პირველი ეტაპი წარიმართება ელექტრონულად.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 16 დეკემბერი 16:00 საათამდე.
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com