Eng

Tender

ტენდერი  ბაზების სარეზერვო ასლების სატესტო გარემოში აღდგენის    და   ბაზების  სატესტო გარემოში მონაცემთაა შიფრაციის პროგრამის შესყიდვაზე.

გამოქვეყნდა : 2021-08-27 11:45:00 ბოლო ვადა: 2021-09-10 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: ბაზების სარეზერვო ასლების სატესტო გარემოში აღდგენის და ბაზების სატესტო გარემოში მონაცემთაა შიფრაციის პროგრამის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

ბაზა : მოცულობა 1.3 ~ 1.5 გბ

ბაზის განახლება უნდა მოხდეს სულ მცირე 7 ასლად, აქედან 2 ყოველდღიურად, 5 მოთხოვნისთანავე.

განახლებულ ბაზებზე სენსიტიური ინფორმაციის დაშიფვრა უმოკლეს დროში

მონაცემთა შიფრაციის ავტომატური სისტემა, მონიტორინგის საშუალება

დასაშიფრი ცხრილების მოცულობა 500 გიგაბაიტი (იშიფრება ცხრილებში ნაწილობრივი ველები)

ბანკი იყენებს SQL 2012 და windows server 2016

ორივე პროგრამა უნდა იყოს ერთმანეთთან თავსებადი

ბაზების სარეზერვო ასლების აღდგენის ავტომატური სისტემა, მონიტორინგის საშუალება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

** ფასების ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);

** ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** MAF-ი

**ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია )

** შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 10 სექტემბერი 2021 წელი 16:00 საათამდე

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ

გთხოვთ მიმართოთ:

გიორგი ვარდანაშვილი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1832)

E-mail: g.vardanashvili@procreditbank.ge