Eng

Tender

ტენდერი კერძო აღმასრულებლის მომსახურების მიღებაზე

გამოქვეყნდა : 2017-11-02 11:00:00 ბოლო ვადა: 2017-11-16 18:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი

წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის

მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“

საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ

ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია).

პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin),

რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს კერძო აღმასრულებლების მომსახურების შერჩევაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);

** სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართული ფაილი);

** ანგარიშსწორების პირობები;

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);

!!! გთხოვთ ასევე მიუთითოთ კომპანიის/კერძო აღმასრულებლის მომსახურების დაფარვის არეალი (მხოლოდ თბილისი, მხოლოდ რეგიონი, თუ ორივე). თუ მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ რეგიონში, გთხოვთ მიუთითოთ. თუ მხოლოდ თბილისში ასევე გთხოვთ დააკონკრეტოთ.

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

*** ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში „პროკრედიტ ბანკში“.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:


** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);

** ტენდერის დასახელება;

** მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
** წარწერა: „კონფიდენციალურია”;

** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე

არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია

(დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)



შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2017 წ. (18:00-მდე).

ტექნიკურ /ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ნიკოლოზ სარალიძეს

სესხების რექავერი და სასამართლოსთან ურთიერთობის ქვეგანყოფილება

სს „პროკრედიტ ბანკი“, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160

ტელ: (+99532) 2202222 (1270)

E-mail: nikoloz.saralidze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ

ნინო პირმისაშვილი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

სს „პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160

ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)

E-mail: tenders@procreditbank.g