Tender
ტენდერი მონიტორინგის სისტემის შესყიდვაზე
სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: მონიტორინგის სისტემის შესყიდვაზე
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
** სპეციფიკაცია:
** სააპლიკაციო ფორმა;
** ფასების ცხრილი
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
** შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიაკციის გათვალისწინებით
** პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები
** ამონაწერი კრედიტ ინფოდან (მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის)
** პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
გამარჯვებული ვალდებულია გაუწიოს ბანკს პროდუქტის დანერგვასთან დაკავშირებული კონსულტაციები / მხარდაჭერა
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
** ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, სს პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 1 2 აპრილი 2021 წელი 16 საათამდე.
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: tenders@procreditbank.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ქეთევან კახელი
ელექტრონული საბანკო მომსახურების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1320)
E-mail: k.kakheli@procreditbank.ge