Eng

Tender

ტენდერი საინჟინრო/საპროექტო და საზედამხედველო/საექსპერტო მომსახურების მომწოდებელ კომპანიების მოძიებაზე

გამოქვეყნდა : 2023-11-06 10:00:00 ბოლო ვადა: 2023-11-20 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ - აცხადებს ელექტრონულ საკვალიფიკაციო ტენდერს: საინჟინრო/საპროექტო და საზედამხედველო/საექსპერტო მომსახურების მომწოდებელ კომპანიების მოძიებაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

ბანკი ეძებს საინჟინრო/საპროექტო და საზედამხედველო/საექსპერტო მომსახურების მომწოდებელ კონტრაქტორ კომპანიას, რომელმაც უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

  • არქიტექტურულ-კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების შედგენა,
  • კონკრეტული პროექტის განფასება/ხარჯთაღრიცხვა,
  • საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული პროექტის შესრულების ზედამხედველობა, შესაბამისი დოკუმეტაციის/აქტების შედგენა მოწოდება,
  • მოთხოვნისამებრ, სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა,

ზემოაღნიშნული პრიორიტეტებიდან გამომდინარე კომპანიებს მოეთხოვებათ მათი მომსახურების განფასების მოწოდება

ასევე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონს შემდეგი ინფორმაცია:

  • ინფორმაციის წარმოდგენა მათი საქმიანობის შესახებ (მათი დაარსების თარიღი, პროფილი, ბრუნვა, დასრულებული/მიმდინარე პროექტები, რეკომენდაციები),

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

შენიშვნა: გთხოვთ სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ მინიმუმ 3 მცირე და 3 მოცულობითი საინჟინრო-სამშენებლო შესრულებული სამუშაო

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ელექტრონულად დავიზირებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი)

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

** ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (ელექტრონული ვერსია)

** კომპანიების მომსახურების განფასება

** ყველა დოკუმენტის წარმოდგენა დაზიპული სახით მეილზე geo.tenders@procredit-group.com


სატენდერო წინადადება წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით.

კომპანიის შერჩევის შედეგ მოხდება მომსახურების ხელშეკრულების დადება 1+1 წლის ვადით.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 20 ნოემებერი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ფატიმა აქუბარდია

შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)

E-mail: geo.tenders@procredit-group.com

მიმაგრებული ფაილები: