Eng

Tender

ტენდერი საფოსტო მომსახურებაზე

გამოქვეყნდა : 2020-02-14 12:45:00 ბოლო ვადა: 2020-02-28 18:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: საფოსტო მომსახურებაზე

ძირითადი მოთხოვნები:

* საფოსტო მომსახურება საქართველოში და საზღვარგარეთ

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

** ფასების ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.***

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა

** ამონაწერი კრედიტ ინფოდან

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 თებერვალი 2020 წელი 16:00 საათამდე

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:

ეკა ჩოხელი

კანცელარია/არქივის კოორდინატორი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1102)

E-mail: e.chokheli@procreditbank.ge