Eng

ბარათები

ბიზნეს ბარათები განკუთვნილია თქვენი კომპანიისთვის და საშუალებას გაძლევთ, ეფექტურად განკარგოთ ორგანიზაციის თანხები.

ვიზა ბიზნეს ბარათების უპირატესობები:

  • ორგანიზაციის ფინანსური ოპერაციების წარმოება
  • ხარჯების ეფექტური კონტროლი
  • ბარათის გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
  • სასურველი ინტერნეტ შესყიდვების წარმოება

პროკრედიტ ბანკი სამი ტიპის ბიზნეს ბარათს გთავაზობთ:

  • ვიზა ბიზნეს კლასიკი პლიუსი
  • ვიზა ბიზნეს კლასიკი
  • სადეპოზიტო ბარათი


რეკომენდაციები, საბარათე ტრანზაქციების შესრულებისას

საბარათე ანგარიშიდან ტრანზაქციის შესრულებამდე (თანხის განაღდება/შეტანა, შესყიდვა) დარწმუნდით, რომ თქვენი ძირითადი ანგარიში შესაბამისს ვალუტაშია დაფიქსირებული, რათა დაზღვეული იყოთ შესაძლო დამატებითი კონვერტაციისგან.

ძირითადი ანგარიშის ვალუტის განსაზღვრა დამოკიდებულია ტრანზაქციის შესრულების ზონაზე. აირჩიეთ:

  • ლარი, თუ ტრანზაქცია სრულდება საქართველოში.

ლარში არსებული ძირითადი ანგარიშიდან აშშ დოლარსა და ევროში სასურველი ტრანზაქციის შესრულებისას, მათ შორის განაღდება, შესყიდვა, ან პროკრედიტ ბანკის ბანკომატებით თანხის შეტანისას კონვერტაცია ბანკის კომერციული კურსით ხდება; სხვა ნებისმიერ ვალუტაში - კონვერტაცია ხორციელდება თავდაპირველად აშშ დოლარში, ბანკის კომერციული კურსით, ხოლო, შემდეგ სხვა ვალუტაში საერთაშორისო საგადახდო სისტემის (ვიზა/მასტერქარდის) კურსით;

! გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები და უცხოური ვებ-გვერდები, რომლებიც პროდუქციის/მომსახურების საფასურს გვთავაზობენ ლარში, მაგრამ ანგარიშსწორება ხდება მათი მომსახურე უცხოური ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით და ტრანზაქცია მუშავდება ევროში/დოლარში რეგისტრაციის ზონის შესაბამისად.

  • ევრო,თუ ტრანზაქცია სრულდება ევროზონაში.

ევროში არსებული ძირითადი ანგარიშიდან ლარსა და აშშ დოლარში თანხის განაღდების და შესყიდვის ოპერაციის შესრულებისას, კონვერტაცია ბანკის კომერციული კურსით ხდება, ხოლო სხვა ნებისმიერ ვალუტაში - კონვერტაცია თავდაპირველად ხდევა ევროდან აშშ დოლარში, ბანკის კომერციული კურსით, ხოლო აშშ დოლარიდან სხვა ვალუტაში საგადახდო სისტემის (ვიზა/მასტერქარდის) კურსით;

  • აშშ დოლარი, თუ ტრანზაქცია სრულდება სხვა ნებისმიერ ტერიტორიაზე.

აშშ დოლარში არსებული ძირითადი ანგარიშიდან ლარსა და ევროში თანხის განაღდებისა და შესყიდვის ოპერაციის შესრულებისას, კონვერტაცია ხდება ბანკის კომერციული კურსით, ხოლო სხვა ნებისმიერ ვალუტაში - საგადახდო სისტემის (ვიზა/მასტერქარდის) კურსით.