Eng

3D უსაფრთხოება

პროკრედიტ ბანკი VISA და MasterCard-თან ერთად, ონლაინ შესყიდვისას დამატებითი უსაფრთხოებისათვის, გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სერვისს - 3D უსაფრთხოებას (ThreeDomainSecure).


რა არის 3D უსაფრთხოება?


საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა შეიმუშავეს სერვისი, რომელიც VISA-ს შემთხვევაში ცნობილია “Verifiedby VISA”-ს სახელით, ხოლო MasterCard-ის შემთხვევაში“MasterCard SecureCode”-ს სახელით.

აღნიშნული სერვისი ბარათით განხორციელებულ იონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად ითხოვს 3D კოდს, უნიკალურ ონლაინ იდენტიფიკატორს, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ონლაინ შესყიდვისას.

ბარათით განხორცილებული ონლაინ შესყიდვის დადასტურება ყოველ ჯერზე დინამიურად გენერირებული ერთჯერადი 3D კოდის საშუალებით მოხდება, რომელიც უშუალოდ ონლიან შესყიდვის მომენტში გენერირდება და სმს-ის სახით გაიგზავნება ბარათით მოსარბეგლის მობილური ტელეფონის ნომერზე. 3D კოდი ვალიდურია მხოლოდ მოცემული ტრანზაქციისათვის.

3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა სავალდებულოა იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს “Verifiedby VISA” და“MasterCardSecureCode” სტატუსი. აღნიშნული ვებ-გვერდების ამოცნობა მთავარ გვერდზე განთავსებული “Verifiedby VISA”-ს და“MasterCard SecureCode” -სლოგოტიპებით არის შესაძლებელი.


3D უსაფრთხოების უპირატესობები:

  • დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვისას ბარათის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან
  • ბარათის მფლობელს არ სჭირდება 3D უსაფრთხოების გამოყენებისათვის სპეციალური მოწყობილობა ან/და პროგრამა
  • 3D კოდი სმს-ით იგზავნება უშუალოდ ბარათით მოსარგებლის მობილურ ტელეფონის ნომერზე
  • ვებ-გვერდზე ბარათით შესყიდვის დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, ვისთვისაც ცნობილია 3D კოდი
  • ვებ-გვერდის მფლობელისთვის უცნობია თქვენი 3D კოდი.


3D კოდით სარგებლობის წესი

3D კოდის მიღების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ონლაინ შესყიდვის განხორციელებამდე, წინასწარ, უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ მოხდეს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის ბანკში რეგისტრირება. აღნიშნული შესაძლებელია, როგორც ბანკის ფილიალში ვიზიტისას, ასევე დამოუკიდებლად, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით:

  • მენიუდან “ჩემი პროფილი“, შემდეგ „პერსონალური ინფორმაცია“, ვირჩევთ „ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის“ და ვუთითებთ მობილური ტელეფონის ნომერს.

„ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის“ რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ერთხელ, რომელზედაც მოხდება დინამიურად გენერირებული კოდის გამოგზავნა სმს-ის სახით ყოველი ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად.


ონლიაინ შესყიდვის განხორციელება 3D დინამიური კოდის გამოყენებით

  • "Verifiedby VISA”-სდა"MasterCard SecureCode”-ს სტატუსის მქონე ვებ-გვერდზე აირჩიეთ სასურველი პროდუქცია ან მომსახურება
  • გადადით შესყიდვის გვერდზე
  • ბარათის ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, მოხდება ავტომატური გადამისამართება ვებ-გვერდზე (იხილეთ "Verified by VISA”-ს და "MasterCard SecureCode მაგალითი), სადაც შესაბამის ველში უნდა დააფიქსიროთ 3 კოდი, რომელიც ბანკში წინასწარ რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე იგზავნება.