იურიდიული საკითხები
სს პროკრედიტ ბანკი
სს პროკრედიტ ბანკი
ალ.ყაზბეგის გამზ. 21 თბილისი, 0160, საქართველო.
ტელ: + 995 32 2 20 22
ფაქსი: +995 32 20 22 23
რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში: 204851197
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა:
ალექსი მატუა
ზეინაბ ლომაშვილი
ელენე ცინცაძე
მოხმარების პირობები
სს პროკრედიტ ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეს, აქტუალურობასა და რეგულარულ განახლებას.ვებ-გვერდი ასევე შეიცავს მესამე მხარის ვებ-გვერდებზე გადასასვლელ ბმულებს, რომლებიც მომხმარებლის ინფორმირებისა და დამატებითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად არის განთავსებული. აღნიშნული ვებ-გვერდები ეკუთვნის და იმართება მესამე მხარის მიერ, შესაბამისად, მათი შინაარსისა და ხელმისაწვდომობისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი მესამე მხარე. თუ ბანკისთვის ცნობილი გახდება, რომ რომელიმე ბმული დაკავშირებულია სამართლებრივი ხასიათის დარღვევასთან, იგი დაუყოვნებლივ წაიშლება.
საავტორო უფლება
ამ ვებ-გვერდს მართავს სს “პროკრედიტ ბანკი”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის ქვემოთ მითითებული, სს პროკრედიტ ბანკი იტოვებს ვებ-გვერდთან დაკავშირებულ ან მისგან გამომდინარე ყველა უფლებას. აღნიშნული კონკრეტულად ვრცელდება ვებ-გვერდის ტექსტზე, სურათებსა და გრაფიკაზე, მათი ვებ-გვერდზე გამოსახვის ჩათვლით. სს პროკრედიტ ბანკის მიერ დაშვებული უფლებით შესაძლებელია ვებ-გვერდის შემადგენლობის ნახვა და ინფორმაციის ჩამოტვირთვა მხოლოდ არაკომერციული მიზნებისთვის და მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. საავტორო უფლება კრძალავს ამ შემადგენლობაში ცვლილების შეტანას, მის რეპროდუქციას, თარგმნას და შენახვას ინფორმაციის სხვა წყაროებზე, მათ შორის ელექტრონული ფორმით. სს პროკრედიტ ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს, დააკორექტიროს ან წაშალოს ვებ-გვერდი მთლიანად ან ნაწილობრივ, აგრეთვე დროებით ან მუდმივად შეწყვიტოს მისი ფუნქციონირება, საკუთარი სურვილისამებრ და ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღების გარეშე.
საავტორო უფლებები: ბრენდები, სათაურები, ლოგოები
ვებ-გვერდზე გამოყენებული ბრენდები, სათაურები, ლოგოები და ა.შ., თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაცულია სს პროკრედიტ ბანკის ან მისი ლიცენზიარების ან მათი შესაბამისი მფლობელების საავტორო უფლებით იმის მიუხედავად, ეს ბრენდები, სათაურები, ლოგოები და ა.შ. შედის საავტორო უფლებებში თუ არა ან მათზე გამოსახულია ® სიმბოლო თუ არა. მესამე მხარეებს ეკრძალებათ ამ სავაჭრო ნიშნების გამოყენება.
კონფიდენციალურობის დაცვა
ვებ-გვერდი იყენებს Google Analytics ტექნოლოგიას ვებ-გვერდის ვიზიტორების შესახებ მონაცემების შეგროვების მიზნით მარკეტინგიული მიზნობრიობითა და ოპტიმიზაციის მიზნით. შენახული მონაცემების გამოყენება შესაძლებელია ანონიმური მომხმარებლის პროფილების შესაქმნელად. ამ მიზნით შეიძლება Cookie ფაილების გამოყენება, რომელიც წარმოადგენს მნახველის ქეშ ბრაუზერში შენახულ პატარა ტექსტურ ფაილებს. Cookie ფაილებით შეიძლება მნახველის ბრაუზერის ცნობა. Google Analytics-ის საშუალებით შეგროვებული მონაცემები არ გამოიყენება ვებ-გვერდის ვიზიტორის ვინაობის დასადგენად. ასევე დაუშვებელია ამ მონაცემების მომხმარებელთან ან ფსევდონიმის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვა პირად მონაცემებთან გაერთიანება, თუ ეს წინასწარ შეთანხმებული არ არის დაკავშირებულ მომხმარებელთან.