Eng

კონვერტაციის მომსახურების ძირითადი პრინციპები

სავალუტო გაცვლითი ოპერაციების (კონვერტაციების) წარმოებისას პროკრედიტ ბანკი კლიენტებთან ურთიერთობაში წარმოადგენს „პრინციპალს“ და შესაბამისად, საკუთარი რისკით სთავაზობს მათ მომსახურებას.

  • სტანდარტული გაცვლითი კურსი - განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის და მოქმედებს 2000 აშშ დოლარამდე (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) თანხის კონვერტაციისას

  • შეღავათიანი გაცვლითი კურსი - ავტომატურად მოქმედებს იურიდიული პირების მიერ 2000 აშშ დოლარზე (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ზევით თანხის კონვერტაციისას

  • სპეციალური სავალუტო კურსი - ხელმისაწვდომია ბანკის ფიზიკურ პირი კლიენტებისთვის და განსხვავდება სტანდარტული და შეღავათიანი კურსებისგან

  • ინდივიდუალური გაცვლითი კურსი - დამოკიდებულია კონვერტაციების მოცულობასა და გაწეულ სავალუტო რისკზე. ნებისმიერ კლიენტს, რომელიც ახორციელებს წლიურ 200 000 აშშ დოლარზე (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) მეტ სავალუტო გაცვლით ოპერაციას, შეუძლია მიმართოს ბანკს ინდივიდუალური კურსის მოთხოვნით.