Eng

განათავსეთ თანხა სწრაფი გადახდის აპარატით ახლა უკვე აშშ დოლარშიც

გამოქვეყნდა: 22.09.2016

პროკრედიტ ბანკის სწრაფი გადახდის აპარატები ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს.

აპარატს ლარის კუპიურების მიღებასთან ერთად, აშშ დოლარის მიღების ფუნქციაც დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სასურველი ადრესატის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის ანგარიშებზე თანხის განთავსება უკვე ორ ვალუტაში: ლარსა და აშშ დოლარში შეუძლია.

განახლებულ სწრაფი გადახდის აპარატებში სხვა სასიამოვნო სიახლეებსაც აღმოაჩენთ. განახლდა პროგრამული უზრუნველყოფა რის შედეგადაც აპარატით მომსახურება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. აპარატი ექვს ძირითად სერვისს აერთიანებს:

  • ფიზიკური პირის ანგარიშზე თანხის შეტანა
  • ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის შეტანა
  • ანაბარზე თანხის შეტანა
  • სესხის/საკრედიტო ბარათის დასაფარად თანის შეტანა
  • დეპოზიტის სატრანზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა
  • საბავშვო ანაბარზე თანხის შეტანა
  • კომუნალური და სხვა გადახდები

23 სექტემბრიდან ბანკის მომხმარებელი განახლებული დიზაინისა და ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დახვეწილი სწრაფი გადახდის აპარატით შეძლებს სასურველი საბანკო ოპერაციების განხორციელებას.

სწრაფი გადახდის აპარატები განთავსებულია პროკრედიტ ბანკის თანამედროვე თვითმომსახურების სივრცეებში და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს 24/7.