Eng

პროკრედიტის პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდა და გაუმჯობესებული 2021 წლის პირველი კვარტალის შედეგები, 2020 წლის ფინანსურ წელზე დაყრდნობით.

გამოქვეყნდა: 2.06.2021
  • სასესხო პორტფელის 3.0%-ით და მომხმარებელთა ანაბრების 2.5%-ით ზრდა ხაზს უსვამს ჯგუფის როგორც, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საიმედო და ძლიერი პარტნიორის როლის, ასევე ფიზიკური პირებისთვის გამჭვირვალე ბანკის სტატუსის კიდევ უფრო განმტკიცებას.
  • მწვანე სესხების პორტფელი პირველად აჭარბებს 1 მილიარდ ევროს და მთლიანი საკრედიტო პორტფელის 18.8%-ს შეადგენს.

  • ყოველწლიურად დამტკიცებული რისკის მართვის ღირებულება 27 საბაზისო პუნქტით შეფასდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე დაბალია; საკრედიტო რისკის მაჩვენებლები კვლავ მყარია.

  • ხარჯების და შემოსავლების თანაფარდობა 64.8%-ს შეადგენს, რაც მცირედ ჩამოუვარდება მთელი წლის საორიენტაციო არეალის 65%-68%-იან მაჩვენებელს.

  • 15.6 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი მიუთითებს კაპიტალის რენტაბელობის 7.9%-მდე გაუმჯობესებას; დადებით შედეგში ყველა პროკრედიტ ბანკს მიუძღვის წვლილი.

მაინის ფრანკფურტი, 2021 წლის 12 მაისი - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, 2021 წლის ფინანსური წლის პირველი კვარტალი კარგი შედეგებით დაიწყო. სასესხო პორტფელი 158 მილიონი ევროთი ან 3,0%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად უფრო მაღალი მაჩვენებელია წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით (2020 წლის პირველი კვარტალი: 42 მილიონი ევრო, 0,9%). კონსოლიდირებული შედეგი გაიზარდა 15,6 მილიონ ევრომდე (2020 წლის პირველი კვარტალი: 13,7 მილიონი ევრო), რაც კაპიტალზე უკუგების 7,9%-მდე გაუმჯობესებას წარმოადგენს (2020 წლის პირველ კვარტალში: 7,0%). გაუმჯობესებული შედეგი ძირითადად გამოწვეულია სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების 3.6 მილიონ ევრომდე შემცირებით, რაც ყოველწლიურად დამტკიცებული რისკის მართვის ღირებულებას 27 საბაზო პუნქტამდე ამცირებს (2020 წლის პირველი კვარტალი: 57 საბაზო პუნქტი; 6.9 მილიონი ევრო). ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობა 64.8% იყო და მცირედ ჩამოუვარდება მთელი წლის საორიენტაციო არეალის 65% - 68%-იან მაჩვენებელს (2020 წლის პირველი კვარტალი: 64.6%). ყველა პროკრედიტ ბანკმა საკუთარი წვლილი შეიტანა 2021 წლის პირველ კვარტალში დადებითი შედეგის მიღებაში, რასაც კონსოლიდირებული შედეგის გაუმჯობესება მოჰყვა.


2021 წლის პირველ კვარტალში პორტფელის ზრდა განპირობებულია პროკრედიტის მიერ, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (მცირე და საშუალო ბიზნესისთვის) „Housebank“, პრინციპის ძლიერი საბაზრო პოზიციონირებით. პანდემიით გამოწვეული ჯერ კიდევ დაძაბული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მართვის (ESG) გათვალისწინებით, პროკრედიტ ბანკების მიზანია გააგრძელონ მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების აქტიური მხარდაჭერა კრიზისის დაძლევაში და უზრუნველყონ მათი გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების დაფინანსება. ეს ასევე მოიცავს მწვანე სესხებს, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში 33 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც აღნიშნულ პერიოდში 158 მილიონი ევროთი გაზრდილი მთლიანი პორტფელის 20%-ზე მეტს შეადგენს. 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მწვანე სესხების პორტფელმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ ევროს, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 18,8%-ს შეადგენს.

2021 წლის პირველ კვარტალში მომხმარებელთა ანაბრები 123 მილიონი ევროთი ან 2.5%-ით გაიზარდა (2020 წლის პირველი კვარტალში 74 მილიონი ევროთი ან 1.7%-ით შემცირდა). ანაბრების ზრდა ძირითადად მოთხოვნამდე ანაბრებსა და შემნახველ ანაბრებზე მოდის, რაც შეიძლება ფიზიკურ პირებთან „დაირექთ ბანკინგის“ განვითარებით იყოს განპირობებული.

მყარი რისკის პროფილი კარგი ფინანსური შედეგების საფუძველია

2021 წლის პირველ კვარტალში, პორტფელის ხარისხის ისეთივე სტაბილურობა შენარჩუნდა, რაც 2020 წლის ბოლოს იყო. 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საკრედიტო რისკით გაუფასურებული სესხების წილი მთლიან პორტფელში 2.7% იყო (2020 წლის 31 დეკემბერი: 2.6%); მე-2 სტადიის სესხების წილმა 0.3 პროცენტული პუნქტით მცირედი ვარდნა აჩვენა და 4.6% შეადგინა.

2021 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული შედეგი სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვებს მოიცავს, რომელიც 3.6 მილიონ ევროს შეადგენს (2020 წლის პირველი კვარტალი: 6.9 მილიონი ევრო); ეს აისახა ყოველწლიურად დამტკიცებული რისკის მართვის დაბალ ღირებულებაში, რომელიც 27 საბაზისო პუნქტით განისაზღვრა (2020 წლის პირველი კვარტალი: 57 საბაზისო პუნქტი). აღრიცხული დანახარჯები ძირითადად განპირობებულია საკრედიტო რისკით გაუფასურებულ სესხებზე შესაძლო დანაკარგების დამატებითი რეზერვებით და პორტფელის ზრდით.

წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 49.3 მლნ ევრო შეადგინა, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის 50.9 მლნ ევროს ოდენობის მაჩვენებელზე დაბალია, პირველ რიგში, 2020 წელს COVID-თან დაკავშირებით საბაზისო განაკვეთის შემცირების გამო. გარდა ამისა, 2021 წლის პირველი კვარტლიდან 1,3 მილიონი ევროს წმინდა საპროცენტო შემოსავალსა და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვებს შორის განაწილების ცვლილებამ ხელი შეუწყო წმინდა საპროცენტო შემოსავლის შემცირებას, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით; თუმცა, ეს ცვლილება გავლენას არ მოახდენს საერთო შედეგზე. 12.0 მილიონი ევროს ოდენობის წმინდა საკომისიო შემოსავალი წინა წელს დაფიქსირებულ დონეზე შენარჩუნდა (2020 წლის პირველი კვარტალი: 12.0 მილიონი ევრო).

პირველ კვარტალში პერსონალისა და ადმინისტრაციული ხარჯები 1,1 მილიონი ევროთი შემცირდა და 40,7 მილიონი ევრო შეადგინა, პორტფელის მკვეთრი ზრდის მიუხედავად. ეს ნაწილობრივ გამოიწვია COVID-19 პანდემიის გამო მგზავრობების დაბალმა აქტივობამ. სტაბილური დანახარჯების მსგავსი სტრუქტურა, ბიზნესის მუდმივ ზრდასთან ერთად, ხაზს უსვამს პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს მოდელის მასშტაბურ პოტენციალს.

ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი მყარ დონეზე რჩება

2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ძირითადი პირველადი კაპიტალის (CET1 სრულად დატვირთული) კოეფიციენტი 13.2% შეადგენდა, რაც 2020 წლის ბოლოს დაფიქსირებული მაჩვენებლის იდენტურია. ცენტრალურ ბანკებში ლიკვიდობის განთავსების შემცირებამ დადებითი შედეგები მოიტანა 2021 წლის პირველ კვარტალში, რაც ეწინააღმდეგება პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგებს. 2021 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული შედეგი და 2020 წლის მეორე ნახევრის კონსოლიდირებული შედეგი ჯერ აღიარებული არ არის CET1 კაპიტალში.

პროკრედიტ ჯგუფი აგრძელებს 2019 წლის კონსოლიდირებული შედეგიდან და 2020 წლის პირველი ნახევრის კონსოლიდირებული შედეგიდან აღიარებული მოგების ერთი მესამედის დაქვითვას, CET1 კაპიტალიდან სამომავლო დივიდენდების გადახდის მიზნით. 2020 წლის მეორე ნახევრის კონსოლიდირებული შედეგი CET1 კაპიტალში აღიარდება 2021 წელს ყოველწლიური საერთო კრების ჩატარების შემდეგ, დივიდენდებისათვის ასევე ერთი მესამედის გამოყოფით.

პროკრედიტ ჯგუფის დამაკმაყოფილებელი კაპიტალიზაცია განსაკუთრებით აისახება ფინანსური დამოუკიდებლობის (ლევერიჯ) კოეფიციენტში, რომელიც 9,2%-ით აღემატება საბანკო სექტორის საშუალო მაჩვენებელს.

2021 ფინანსური წლის სახელმძღვანელო მითითებები დადასტურებულია

პირველ კვარტალში დაფიქსირებული პოზიტიური მოვლენების გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭო ადასტურებს ფინანსური წლის სახელმძღვანელო მითითებებს, როგორც ეს მოცემულია 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში.

დირექტორთა საბჭომ და სამეთვალყურეო საბჭომ 2021 წლის 27 მაისს დაგეგმილ ყოველწლიურ საერთო კრებაზე განსახილველად დააყენეს ერთ ჩვეულებრივ აქციაზე 0,18 ევროს ოდენობით დივიდენდის განაწილების საკითხი. ეს თანხა შეესაბამება პროკრედიტ ჯგუფის ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტის 20 საბაზისო პუნქტს, რაც 2021 წლის 30 სექტემბრამდე მოქმედი დივიდენდების განაწილების შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციით განსაზღვრული მაქსიმალური დონეა. დირექტორთა საბჭო ასევე აპირებს, სამეთვალყურეო საბჭოსთან კოორდინაციით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის საგანგებო საერთო კრებაზე დააყენოს 2020 წლის ფინანსური წლისთვის ერთ ჩვეულებრივ აქციაზე 0,35 ევროს დივიდენდის გადახდის საკითხი, იმ პირობით, თუ ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს ან ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადება არ გამორიცხავს ასეთ განაწილებას.

პროკრედიტ ჯგუფის 2021 წლის პირველი კვარტლის კვარტალური ფინანსური ანგარიში დღეიდან ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში: https://www.procredit-holding.com/en/investor-relates/reports-publications/financial-reports/.

საკონტაქტო პირი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,

ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.