Eng

პროკრედიტ ბანკი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მანპინძლობს

გამოქვეყნდა: 25.11.2015

24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ალ. ყაზბეგის 21 ნომერში მდებარე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია რაშიდ თორდიას, ქეთი მატაბელის, ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა ცნობილი ქართველი ხელოვანების, მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები. გამოფენა საქველმოქმედო ფონდი “ღვთისშვილების” ორგანიზებით უკვე მეორე წელია პროკრედიტ ბანკში ტარდება. შემოსული თანხა ამჯერადაც მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.

გამოფენა 24 ნოემბერს 18:00 საათზე გაიხსნა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში 27 ნოემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მისი დათვალიერება და ნამუშევრების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ღირებულების 80-მდე ნამუშევარი. პროკრედიტ ბანკის ფეისბუქ გვერდზე დაინტერესებული პირები იხილავენ ყველა ნამუშევარს.

ნატო ბოჭორიშვილი, პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსი: “მოხარულები ვართ გვერდით დავუდგეთ საქველმოქმედო ფონდ “ღვთისშვილებს” ამ წამოწყებაში. გარდა იმისა, რომ ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის, ნამდვილად შესანიშნავი შანსია საუკეთესო ნამუშევრები სპეციალურ ფასად შეიძინონ, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოხმარდებათ. ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირსეულ, ნათელ წარმომადგენლებს, რომლებმაც ბევრჯერ დაგვიმტკიცეს რომ შესაძლებლობები რეალურად შეუზღუდავია. მათ გვერდში დგომა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.”