Eng

ცვლილება პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტში

გამოქვეყნდა: 3.12.2015

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ასმუს როტნემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამჟამად ბანკის მენეჯმენტი წარმოდგენილია ქეთევან ხუსკივაძის, სოფიო კორძახიასა და ალექსი მატუას სახით. გაფართოებული მენეჯმენტის წევრებად კი რჩებიან თამარ თხელიძე, დავით გაბელაშვილი და ნათია ბერია.

ქეთევან ხუსკივაძე ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად 2010 წელს დაინიშნა და სათავეში უდგას რისკებისა და იურიდიულ განყოფილებებს. იგი პროკრედიტ ბანკში, ბანკის დაარსების დღიდან მუშაობს.

სოფიო კორძახია ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად 2014 წელს დაინიშნა და სათავეში უდგას ადამიანური რესურსების, შიდა მომსახურების განყოფილებებსა და კომპლაენსისა და AML ქვეგანყოფილებას. იგი პროკრედიტ ბანკში 2005 წლიდან მუშაობს.

ალექსი მატუა კი ბანკის დირექტორთა საბჭოს 2015 წლის სექტემბერში შეუერთდა და სათავეში უდგას ბიზნეს კლიენტების განყოფილებას. იგი პროკრედიტ ბანკში 2003 წლიდან მუშაობს.