Swift tracker

საერთაშორისო გადარიცხვების რეალურ დროში მონიტორინგისთვის, ინტერნეტ ბანკში ახალი ფუნქციონალი SWIFT Tracker მოქმედებს.
SWIFT Tracker-ის საშუალებით, იღებთ დეტალურ ინფორმაციას ბიზნესის საერთაშორისო ტრანზაქციების შესახებ. ფუნქციონალი აჩვენებს გადარიცხვის სრულ გზას: რომელი ბანკები გაიარა თანხამ, რა ეტაპზეა ამჟამად და რა არის მისი საბოლოო შედეგი.
ინფორმაცია წარმოდგენილია მარტივად გასაგებ ფორმატში, სადაც ნაჩვენებია მონაწილე ბანკები, სტატუსები და მიმდინარე ეტაპი.
SWIFT Tracker-ის უპირატესობებია:
- სრული გამჭვირვალობა - ზუსტად ხედავთ, სად იმყოფება თქვენი თანხა
- რეალურ დროში განახლება - ინფორმაცია მუდმივად ახლდება
- დროის დაზოგვა - აღარ არის საჭირო ბანკთან დაკავშირება სტატუსის გასარკვევად
ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას და საერთაშორისო გადარიცხვებს ხდის უფრო პროგნოზირებადს, გამჭვირვალეს და კომფორტულს.