Eng

სიახლეები

2026 წელი

24
მარ

მეხსიერება ღვინოში: ისტორია Nino Meris-ზე

ბავშვობის შორეულ მოგონებებში ხშირად ძალიან ბევრი ისტორია ინახება თავისი ფერებით, ხმებით, სურნელით... ისინი წლებთან ერთად უფრო და უფრო ძვირფასი ხდება და ბევრისთვის შთაგონების წყაროდაც  იქცევა ხოლმე. ასე იყო მეღვინის, ნინო მერის მაძღარაშვილის შემთხვევაშიც, რომლის ბრენდის -  Nino Meris - ამბავიც 2017 წლიდან დაიწყო.

მეტი
19
მარ

პროკრედიტ ბანკი და EBRD მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი აშშ დოლარის რისკის გაზიარების პროგრამას იწყებენ

 

პროკრედიტ ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) შესახებ შეთანხმებას, რომლის მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარამდეა და საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

მეტი
17
მარ

პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA4Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა.

12 მარტს EBA4Women Signature ფორუმი გაიმართა, რომელმაც ქალ ლიდერებს, ექსპერტებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებს უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო ლიდერობის, ინოვაციის, ინკლუზიისა და ქალების პროფესიული წინსვლის საკითხებზე საჯარო დისკუსიის წამოწყება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა.

მეტი
11
მარ

მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილება

01.04.2026 წლიდან ძალაში შედის მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ყველა იურიდიული პირი ვალდებულია სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (წესდება, სადამფუძნებლო შეთანხმება) ქონდეს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი. ხოლო, ვისაც არ ექნება, შეუჩერდება რეგისტრაცია და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი აღარ გაიცემა.

მეტი

Pages